სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც ქუთაისში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.
ცხელების ცენტრში 67 წლის მამაკაცი ტემპერატურით ორი დღის წინ შეიყვანეს. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებულია მისი მეუღლეც. პაციენტს ანალიზი აუღეს და გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში. პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
მამაკაცის დაინფიცირების პირველწყარო უცნობია, ამიტომ ეპიდემიოლოგები მისკონტაქტებს სწავლობენ. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ მისი კონტაქტები არც ისე ფართოა.
პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევიდანაა. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.