ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატის კუთვნილს სატელეფონო თანხაზე უარი თქვა.
მისივე ინფორმაციით, თავისმა თანაპარტიელმა ლევან იოსელიანმაც უარი თქვა ვიცე–სპიკერის პრივილეგიებზე.
“პარლამენტის ვიცე სპიკერს ეკუთვის: სახელმწიფო ავტომანქანა, დაცვა, 700 ლიტრი ბენზინი, რამდენიმე ასეული ლარი სატელეფონო თანხა. ლევანმა რა თქმა უნდა ამ პრივილეგიებზე უარი თქვა! შეგიძლიათ ნებისმიერმა გადაამოწმოთ ეს. მე, როგორც რიგითმა დეპუტატმა მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა. ასე რომ გვინდა იცოდეთ — ჩვენ პარლამენტში ხალხის სამსახურისთვის ვართ და არა პრივილეგიებისთვის!!!”, — წერს ელისაშვილი Facebook-ზე.
ლევან იოსელიანმა დღეს განაცხადა, რომ ჰყავს მანქანა, სკუტერი და ცხენი, ამიტომ პარლამენტამდე მისასვლელად სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდება.