სატელიტმა ხარკოვის აღმოსავლეთით რუსების 13 კმ-იანი კოლონა დააფიქსირა

სატელიტმა დააფიქსირა რუსეთის სამხედრო კოლონის გადაადგილება ხარკოვის აღმოსავლეთით. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

Maxar Technologies-ის მიერ შეგროვებული და გაანალიზებული სატელიტური სურათები აჩვენებს რვა მილის (12.8 კმ) სიგრძის სამხედრო კოლონას, რომელიც მოძრაობს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ველკი ბურლუკში 8 აპრილს.

ველკი ბურლუკი ხარკოვის აღმოსავლეთით, უკრაინა-რუსეთთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.

სურათებში ნაჩვენებია ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანები ბუქსირებული არტილერიით და დამხმარე აღჭურვილობით.