საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს – თურნავა საერთაშორისო გამოხმაურებაზე

“საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს “- ასე აფასებს, ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებებს.

“დასავლეთიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ნებისმიერი გაფრთხილება, ნებისმიერი რჩევა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, რასაც მათგან ვისმენთ აქ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს, კონსტიტუცია უნდა დავიცვათ ყველამ და კანონმდებლობა უნდა სრულდებოდეს. ჩვენც აქ ერთიანები ვართ”, – განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, გუშინ 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით დააკავეს.