“საუბარია, რომ სპეცრაზმის გადასროლა მიდის ზუგდიდისკენ”- პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ვრცელდება ინფორმაცია გორიდან სპეცრაზმის გადასროლა ზუგდიდისკენ ხდება. ამის შესახებ ხოშტარიამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ იყო შემთხვევა, როდესაც ჩაუდეს იარაღი ერთერთ ყოფილ ძალოვანს, მოკლედ, მიდის რეპრესიების რაღაც მცდელობა, ახლა არის საუბარი, რომ სპეცრაზმის გადასროლა მიდის ზუგდიდისკენ.იქ არ ვიცი ზუსტად რას გეგმავენ მაგრამ აქვთ რაღაც ისტერიული გადაადგილებები, სუსი მოძრაობს ზუგდიდის ქალაქში, მობილიზაციაა, ერთადერთი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ზუგდიდი ოცნებას აქვს წაგებული” , – ამბობს ელენე ხოშტარია.