მედიატორებთან სრულიად ჰარმონიული ხედვა გვაქვს, მათთვის ჩვენი რეალობის აღქმა გასაგებია, დანარჩენი შემდეგ პროცესში გამოჩნდება , ევროპაშიც და აშშ-შიც „ქართული ოცნებისგან“ ძალიან განსხვავებული ხედვა აქვთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ საუბარი მთავარ თემაზე გვქონდა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ესაა პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა. ვფიქრობთ, რომ ყველას კარგად ესმის, მათ შორის მედიატორებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე საერთოდ არანაირი სივრცე შეთანხმების არ იარსებებს. დღეს დეტალური საუბარი გვქონდა პოლიტპატიმრების პრობლემაზე, ქვეყანაში მართლმსაჯულების გამოწვევებზე.ოპოზიციის განწყობაა, რომ შეთანხმების გზით ქვეყანაში არსებული გამოწვევები უნდა მოვაგვაროთ. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სრულიად ჰარმონიული ხედვა მედიატორებთან და მათთვის ჩვენი აღქმა რეალობის გასაგებია, დანარჩენი შემდეგ პროცესში გამოჩნდება.ნიკა მელია პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნის მსხვერპლი, ამიტომ გირაოს გადახდის საკითხი, თუ რატომ არ გადაიხადა მან გირაო პოლიტიკური განაცხადი იყო.
სხვა შეხედულება აქვთ: არჩევნებზე, პოლიტპატიმრებზე, ქვეყანაში პოლიტიკურ დევნაზეც. მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნებისგან“ ძალიან განსხვავებული ხედვა აქვთ ევროპაშიც და აშშ-იც. იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს, „ქართულმა ოცნება“ უნდა გაითვალისწინოს, მკაფიო გზავნილები, რომელიც როგორც ბრიუსელში, ასევე ვაშინგტონში“, – განაცხადა სამადაშვილმა.