“საუბარი შეეხო საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესს” – ზურაბიშვილი ზბიგნევ რაუს შეხვდა

“საუბარი შეეხო საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესს”  – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.

საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.