” საუბრის დროს ერთი-ორჯერ გაითიშა ” – ამის შესხებ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით,დღეს მას ექსპრეზიდენტი კლინიკა ვივამედში ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დახვდა.
“ძალიან რთული მდგომარეობა დამხვდა. მიხეილ სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში იყო და გარკვეული პერიოდი დამჭირდა, რომ გონზე მომეყვანა. მძიმედ საუბრობდა, შესვენებებით, უჭირდა და საუბრის დროს ერთი-ორჯერ გაითიშა კიდეც […] ასეთი ეპიზოდი 3-4 ჯერ იყო. რომ შევედი, იწვა და ვხედავდი, რომ უკვე აღარ მელაპარაკებოდა”. – ამბობს ხაჭაპურიძე.
აგრეთვე, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე ჩაერთოს.
“რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს. მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სხდომაზე ჩაერთოს. შეეცდება, რომ რაღაც თქვას, რა თქმა უნდა, თუ შეძლო, მაგრამ თუ ასეთივე მდგომარეობაში იყო, როგორც დღეს, რაიმეს თქმა გაუჭირდება, ჩართვით კი ჩაერთვება”. – თვა ხაჭაპურიძემ.