საუკეთესო სიაა, მოგებაზეა გათვლილი – მიხეილ სააკაშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას სიაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიას აფასებს და ამბობს, რომ ეს საუკეთესო სიაა, რაც კი წარუდგენიათ საქართველოში.

“ეს არის ჩემს მახსოვრობაში საუკეთესო საარჩევნო სია რომელიც როდესმე საქართველოში ვინმეს წარუდგენია. ეს არის  შეჯამება სხვადასხვა ეპოქების, სხვადასხვა გამოცდილებების, წარამტებული გამოცდილებები,  პროფესიონალების, ახალგაზრდების, ენერგიის პატრიოტიზმის და ყველაფერი იმისა, რაც ახლა საჭიროა საქართველოს ჭაობიდან ამოსაყვანად.

სიის სათავეში არის ბუბა კიკაბიძე, ადამიანი, რომელიც არასოდეს არ მიეყიდა არც ოლიგარქს და არც ოლიგარქის პატრონს. მას სთავაზობდნენ მრავალ მილიონ დოლარს იმისათვის რომ ერთხელ მაინც ჩასულიყო და ემღერა რუსეთში, რუსეთის მთავრობისთვის მაგრამ მან ყოველთვის უარი თქვა ამ ცდუნებაზე  და ძალიან მაღლა დაიჭრა ღირსება. მისი უამრავი ინტერვიუ არის ის რაზეც ძალიან ხშირად აპელირებენ ევრაზიის უზარმაზარ სივრცეში, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ქართველი მთელ მსოფლიოში – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სია გამარჯვებაზეა გათვლილი, რადგან პარტიის ლიდერები პროპორციულად გადანაწილდნენ.

“პრაქტიკულად სია არის გათვლილი მოგებაზე, იმიტომ რომ ყველა ლიდერი პროპორციულად გადანაწილდა სიის მინიმუმ 60–70 ადამიანზ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დარწმუნებული, ყველა ის ლიდერი გავა და მოემსახურება ხალხს”,– ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.