„ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხული 30 მილიონი დოლარი საუკუნის მეორე აფიორაა ,,უფასო ფულთან” ერთად.
მისი თქმით, ამ 30 მლნ დოლარიდან ხალხთან არც ერთი თეთრი არ მივა, ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ ხალხის დახმარება უნდა, თითოეულ ოჯახს 1000 ლარი დაურიგოს.
„ზარზეიმით გამოცხადებული ივანიშვილის 30 მილიონ დოლარიანი ქველმოქმედება მის შემოქმედებაში საუკუნის მეორე აფიორაა უფასო ფულთან ერთად. არც ერთი თეთრი ჩვეულებრივ ხალხთან არ მივა. ეს არის მოპარული 20 მილიარდიდან მცირედი ნაწილი, რომელიც მარჯვენა ჯიბიდან მარცხენაში გადაიტანა. თუ ეს ასე არაა, დაურიგონ თითოეულ ოჯახს 1000-1000 ლარი. რომელი ელმუხი და საჭურისი გინახავთ, რომელიც თავის ბრძანებელს არ ადიდებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
8 აპრილს ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ,,ქართუმ” კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში 100 მლნ ლარი ჩარიცხა.