„საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს არის საუკუნის პროცესი. ბევრი დავა განუხილავს ამ სასამართლოს, მაგრამ ამ სიმძიმის და სახელმწიფოს მომავალზე, ამ გავლენის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუხილავს. ეს არის საუკუნის პროცესი. როგორ გადაწყდება საქმე, ამას არჩევნებზე საბედისწერო გავლენა ექნება. ჩვენ იმიტომ მოვედით საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ არჩევნებამდე შეაჩეროს სასამართლომ ამ კანონის მოქმედება. თუ არ შეაჩერებს, ის ყოველდღიურად იწვევს შეუქცევად ზიანს. ვინც ამ კანონის მოქმედება უნდა შეაჩეროს ეს არის ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს. სხვა შემთხვევაში მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდება“,
ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენს გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნის პროცესთან დაკავშირებით მედიას განუცხადა.