გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე ახალი რეკორდი დაფიქსირდა, როდესაც საფოსტო მარკა “ამობრუნებული ჯენი” ორი მილიონ დოლარად გაიყიდა.
ეს არ არის რეკორდი ზოგადად მსოფლიო ფილატელიისთვის – ყველაზე ძვირადღირებული მარკა, ბრიტანული გვიანა, ცხრა წლის წინ 9,5 მილიონ დოლარად გაიყიდა – მაგრამ ეს არის რეკორდი აშშ-ში გამოშვებული მარკისთვის.
ცნობილი „ამობრუნებული ჯენი“ 1918 წელს გამოიცა და მისი ნომინალური ღირებულება 24 ცენტი იყო. რაც ამ მარკას უნიკალურს ხდის არის ის, რომ Curtiss JN-4 საფოსტო თვითმფრინავი, მეტსახელად “ჯენი”, შეცდომით, თავდაყირა არის დაბეჭდილი.
საფოსტო მუშაკებმა, ბუნებრივია, სწრაფად შენიშნეს შეცდომა, მაგრამ 100 ეგზემპლარიანმა ფურცელმა მაინც მოახერხა მიმოქცევაში გასვლა – და ამ ასი ეგზემპლარიდან დარჩენილი მარკებისთვის ფილატელისტი კოლექციონერები მზად არიანუზარმაზარი თანხა დახარჯონ.
Robert A Siegel-ის აუქციონის გალერეაში ორი მილიონი დოლარი ცნობილმა კოლექციონერმა, 76 წლის ჩარლზ ჰეკმა, გადაიხადა.
ჰაკს უკვე ეკუთვნოდა ორი ინვერსიული ჯენი. პირველი მან საუკუნის დასაწყისში იყიდა დაახლოებით 300 ათას დოლარად. მეორე – 2007 წელს თითქმის მილიონად.
ეს უკანასკნელი, რომელიც ჰეკს ორი მილიონი დაუჯდა, ფილატელისტებმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოიხელეთეს. უცხო თვალს ის გამოშვებიდან ერთი საუკუნის განმავლობაში არ ენახა, რადგან მფლობელი და შემდეგ მისი მემკვიდრეები მას ბანკის სეიფში ინახავდნენ- ამ უნიკალური მარკის ფასი გამოშვებისთანავე გაიზარდა.
მაგრამ 2018 წელს ის პირველად გაიყიდა აუქციონზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს ეგზემპლარი – ასიდან 49-ე – პრაქტიკულად არასოდეს უნახავთ მსოფლიოში 105 წლის განმავლობაში, ის სხვებზე ბევრად უკეთ არის შემონახული. “ფერები მდიდარია და ქაღალდი ნათელი ფერის არის”, – წერია აუქციონზე გამოტანილი მარკის აღწერაში.
ჩარლზ ჰეკმა Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აპირებს განაგრძოს ძვირფასი მარკის დაცვა სინათლისგან.