“საფრანგეთის როლი შუამავლობაა“–მაკრონი ამბობს, რომ პუტინთან მოლაპარაკებებში ასობით საათი გაატარა და უკვე სათვალავი აერია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის რეგიონული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ დეკემბრიდან მოყოლებული რუსეთის პრეზიდენტს “ასობით საათი“ ელაპარაკა.

“სიუტაცია საგანგაშოა(მსოფლიოში). ამიტომ  ვხარჯავ ამდენ დროს და ძალას ამაზე. უკვე სათვალავი ამერია, რამდენჯერ ველაპარაკე დეკემბრიდან მოყოლებული პუტინს –ჯამში ასობით საათი, ღიად და ზელენსკის თხოვნით.“

პუტინთან დაკავშირებულ კითხვაზე მაკრონმა უპასუხა:

“ასე ვფიქრობ, და მასაც ვუთხარი, რომ ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ხალხისთვის, თავისთვის და ისტორიისთვის. რუსეთი კვლავ დიდებული ერია. ვფიქრობ, რომ მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოიქცია. ერთია თავის იზოლაციაში მოქცევა, მეორეა იცოდე იქიდან როგორ გამოხვიდე – ეს რთულია გზაა.“–თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ “რუსეთის დამცირება საჭირო არ არის“, რათა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის დღეს შესაძლებელი იყოს სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა დიპლომატიური არხებით.

“დარწმუნებული ვარ,  საფრანგეთის როლი იმაშია, რომ შუამავალი სახელმწიფო იყოს“– თქვა მაკრონმა.