საფრანგეთი უკრაინას MILAN-ის ტიპის რაკეტებსა და CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცებს გადასცემს. ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Ouest-France-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მგამოცემა წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საფრანგეთი 40 უკრაინელ სამხედროს CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცების გამოყენებაში გამოყენებაში გაწვრთნის.
“პოლიტიკურ ბალანსში ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს და მე სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩავერევი. გერმანია და საფრანგეთი ძალიან კოორდინირებულები ვართ. ამ თემაზე კანცლერ შოლცს გუშინწინ ვესაუბრე. უკრაინას კვლავ ვაწვდით მნიშვნელოვან აღჭურვილობას, დაწყებული MILAN-იდან, დამთავრებული CAESAR-ებითა და იარაღის სხვადასხვა ტიპებით. მგონია, რომ ამ გზით სვლა უნდა განვაგრძოთ, წითელი ხაზის გათვალისწინებით, რომელი არის ის, რომ ომში არ ჩავერთოთ”. – თქვა მაკრონმა