საფრანგეთმა საქართველო წითელ ზონაში შეიყვანა. მიზეზი ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდვითარებაა. წითელ ზონაში საქართველოს შეყვანა გულისხმობს, რომ საფრანგეთში გამგზავრებისა და შესასვლად დამატებითი რეგულაციები იმოქმედებს. დეტალურ ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
დღეს, ღამის 12 საათის შემდეგ მგზავრები საქართველოდან საფრანგეთში შესვლას მხოლოდ იმ პირობით შეძლებენ, თუ სრულად იქნებიან ვაქცინირებული ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ აღიარებული Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson) ვაქცინით.