საფრანგეთში კარანტინი 11 მაისამდე გაგრძელდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ზომები 11 მაისამდე გააგრძელა. ნაციისადმი მიმართვაში მან განაცხადა, რომ საერთო ძალისხმევის წყალობით ეპიდემიის ტემპები შენელებას იწყებს. საფრანგეთის საზღვრები არაეროპული სახელმწიფოებისთვის დაკეტილი დარჩება ახალ განკარგულებამდე.

“მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმის მოქმედების გაგრძელება აუცილებელია 11 მაისამდე. ამჟამად ეს ერთადერთი გზაა ეფექტური რეაგირებისთვის და პირობა სამომავლოდ ვირუსის გავრცელების შენელებისთვის, რომ ინტენსიური თერაპიის პალატებში იყოს თავისუფალი ადგილები, ჩვენს ექიმებს კი ძალების აღდგენის შესაძლებლობა ქონდეთ“- თვქა მაკრონმა.

მისი განცხადებით თვითიზოლაციის რეჟიმის წესების შეცვლა არ იგეგმება მოსახლეობას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მათი დაცვისკენ მოუწოდა.

11 მაისის შემდეგ თანდათანობით გაიხსნება საბავშვო ბაღები, სასწავლო დაწესებულებები, თუმცა უნივერსიტეტებში სწავლა ზაფხულამდე არ დაიწყება. რესტორნები, კაფეები, კინოთეატრები და მუზეუმები ჯერჯერობით უცნობია როდის გაიხსნება. დიდი ფესტივალები და ღონისძიებები დიდი აუდიტორიით მინიმუმ ივლისის შუა რიცხვებამდე აკრძალული იქნება.

11 მაისიდან ხელისუფლება მოსახლეობას დამცავ ნიღბებს დაურიგებს. საფრანგეთში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 14967 ადამიანი გარდაიცვალა. დარეგისტრირებულია დაინფიცირების   136,779     შემთხვევა.