საფრანგეთში სასწავლო წლის განახლებისთვის ემზადებიან. მომავალ კვირას ქვეყანაში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები გაიხსნება. სკოლებში ახალი სანიტარული უსაფრთხოების წესები იმოქმედებს: კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 10–15-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მეტი ყურადღება დაეთმობა ხელების დაბანას, სანიტარულ სიფრთხილის ზომებს, შენობების დალაგებას და დეზინფექციას.
მასწავლებლები ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დიდ დროს წაიღებს, რაც სწავლის დროს მოაკლდება, თუმცა შეეცდებიან მაქსიმუმი გააკეთონ.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად სწავლის 11 მაისიდან განახლების ნებართვა გასცა, საბოლოო გადაწყვეტილებას გახსნის შესახებ ყოველი სკოლა დამოუკიდებლად იღებს. კლასში ბავშვების დასწრება აუცილებელი არ არის. მსურველებს შეუძლიათ სწავლა დისტანციურად განაგრძონ.