საფრანგეთის პოლიციამ იპოვა საქართველოს მოქალაქის ცხედარი – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა ავრცელებს. საქართველოს მოქალაქე კაცი 2022 წლის აპრილში ნანტთან გაუჩინარდა. მას შემდეგ კი გამოძიება მიმდინარეობდა.
“მათ გაიარეს 30 კილომეტრზე მეტი ნანტიდან, გადაიარეს მინდვრები, სანამ არ მივიდნენ ძველ ფარდულში, მიტოვებულ მანქანების ნაგავსაყრელთან. მსხვერპლი ჩააგდეს ორმოში, რომელიც დაფარული იყო ბეტონის ფილებით” ,- წერს ფრანგული მედია.