”არანაირი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს არ არსებობს. ეს განხილვები, როგორც იცით, ყოველდღიურად მიმდინარეობს ხოლმე, ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის პროგრესი და ის თუ როგორ ასრულებს ესა თუ ის ქვეყანა, უვიზო მიმოსვლის სარგებლობისთვის ნაკისრ ვალდებულებებს, ამ შემთხვევაში საქართველოს საქმე აქვს ძალიან კარგად, პოლიტიკური მოცემულობა ამ ქვეყანაში არის ჩვეულებრივი”
ასე ეხმაურება, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის მიერ, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.