საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან შეკრებილი, დაპირისპირებაა. არიან დაშავებულები. პოლიტიკოსების ინფორმაციით, პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.
დაშავებულებს შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.