საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა ვერ მოახერხეს ქაბულის აეროპორტში მისვლა, რის გამოც პარტნიორმა ქვეყნებმა ისინი ვერ წამოიყვანეს.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გაგზავნის თვითმფრინავს, რათა მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნოს. ხვთისიაშვილის ინფორმაციით, ავღანეთში იმყოფება საქართველოს 23 მოქალაქე, მათ შორის 17 კერძო კონტრაქტორი.
მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა ქართული თვითმფრინავის ქაბულში დაშვების უფლების მიღებაზე.