საქართველოდან გერმანიაში შესვლა კვლავ მხოლოდ აცრილებს შეუძლიათ

საქართველოდან გერმანიაში შესვლა კვლავ მხოლოდ აცრილებს შეუძლიათ – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიაში საქართველოდან ტურისტული მიზნით გამგზავრება კვლავ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვინც ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებით არიან აცრილები. ასევე, შეუშვებენ მოდერნათი და ჯონსონით აცრილ მგზავრებს, თუმცა, საქართველოში ეს ვაქცინები ამ დრომდე არ შემოსულა.

“გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი” – აცხადებს საელჩო.