“ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირადღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში ” – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას” სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებს.
“დღეს ეკონომიკა დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების არის ის ძვირადღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს გაყვანის საქართველოდან და ამ მანქანებში კიდევ რა დევს, ესეც გასარკვევია. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს ეს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს”, – თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.