საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 31 მოქალაქე გავაძევეთ

შსს-ს ცნობით, სამინისტროსა და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს.

საქართველოდან გააძევეს – ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ბურუნდის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და ერაყის მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.