მიგრაციის დეპარტამენტმა, ბოლო დღეებში, უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევა. მათივე განცხადებით, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალებათ.
“მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებული არიან: თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანის, ეგვიპტის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ბურუნდის, ზამბიის, საუდის არაბეთისა და სუდანის – ჯამში 63 მოქალაქე” – წერს შსს.
შსს-ს ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოდან ჯამურად1 302 ადამიანი გააძევეს.















