საქართველომ ნატოს კორონავირუსისგან დამცავი აღჭურვილობა სთხოვა

საქართველოს მთავრობამ ნატოს “კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს” დახმარებისთვის მიმართა.

მთვარობის მიერ გაგზავნილ მოთხოვნაში აღწერილია ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობა, ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე გადადგა. საქართველოს ხელისუფლება თავდაცვის ძალების 100 საკონტროლო პუნქტისთვის მატერიალურ აღჭურვილობას ითხოვს.

დახმარების თხოვნის წერილში გაწერილია სწრაფად მოხმარებადი ნივთების კატეგორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის.

საჭირო აღჭურვილობის სია:

  • საველე ბანაკი — 100;
  • სამედიცინო ბანაკი — 100;
  • საველე სასადილო — 100;
  • საწოლი — 2 500;
  • პირსაბანი — 100;
  • გენერატორი — 100;
  • გამათბობელი — 600;
  • ცეცხლმაქრი — 300;
  • მაცივარი შუშის კარით — 100;
  • ელექტროჩაიდანი — 200;
  • თერმომეტრი — 200;
  • სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერი — 500;
  • ელექტროთერმომეტრი — 200;
  • ლაზერული/ინფრაწითელი თერმომეტრი — 200;
  • გზის გადასაკეტი პლასტმასის ბარიერები — 1200;
  • ამკრძალავი ნიშანი — 200;
  • ხელში დასაჭერი ამკრძალავი ნიშანი — 200;
  • პროექტორი (150-ვოლტიანი) — 400;
  • მეგაფონი — 100;
  • მავთულხლართის კოჭი (20-მეტრიანი) — 100;
  • სამედიცინო პირბადე — 7 500;
  • ხელთათმანები — 7 500;

დახმარების თხოვნის წერილში გაწერილია სწრაფად მოხმარებადი ნივთების კატეგორია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის:

  • ერთჯერადი დამცავი ბიოკომბინიზონი — 20 500;
  • რესპირატორი — 26 000;
  • დამცავი ნიღაბი — 190 000;
  • სადეზინფექციო შხაპის კარავი — 4;
  • წყალგამძლე მასალა სადეზინფექციო შხაპის კარვისთვის, 5X5 — 4;
  • ბიოსაფრთხის სადეზინფექციო სპრეი პირადი მოხმარებისთვის — 1000;
  • გასაბერი კარავი გათბობის სისტემით — 40;
  • ინფრაწითელი თერმომეტრი — 290;
  • დამცავი ხელთათმანი — 23 000;
  • სადეზინფექციო საშუალება — 500 ლიტრი;
  • სათვალე/სახის დამცავი ფარი — 2 000;
  • ელექტროსპრეი — 50.