საქართველომ უნდა შეასრულოს ვალდებულებები აშშ-ს მხარდაჭერის გამოსაყენებლად – ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, მემორანდუმი, რომელსაც საქართველომ და აშშ-მ ხელი მოაწერს, ხაზს უსვამს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, “დაეხმაროს საქართველოს დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”.

მისივე თქმით, საქართველომ, თავის მხრივ, უნდა შეასრულოს ვალდებულებები.

“საქართველოს მთავრობამ თავისი წილი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რათა გამოიყენოს აშშ-ს მხარდაჭერა. გააძლიეროს საქართველოს დემოკრატია, გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დააკავშირებისთვის.” – თქვა ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის.