„საქართველომ ყველაზე უკეთ იცის, რომ რუსეთი არავის სუვერენობას და კანონით განსაზღვრულ საზღვრებს პატივს არ სცემს, ეს არის ეთნოცენტრული ხედვის ქვეყანა. აგრესიის წინააღმდეგ სამოქმედოდ დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთიანად უნდა იმოქმედოს, ნებისმიერ თავდასხმას უკრაინის სუვერენიტეტზე მოჰყვება მნიშვნელოვანი რეაგირება, ევროკავშირი და მისი პარტნიორები პირობის შესაბამისად იქცევიან. სანქციებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს – წინა წლებში ეს მოიცავდა ვიზებზე შეზღუდვას, მობილობის შეზღუდვას, დიპლომატიურ დისკუსიებში მონაწილეობის აკრძალვას და სხვას, დღეს სანქციები განსხვავებული კონოტაციით გამოიყენება, ეს არის ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომელმაც ზეგავლენა უნდა მოახდინოს რუსეთის ქმედებებზე და ეკონომიკაზე. ჩვენი დახმარება არის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მისი იზოლაციისათვის მოკლევადიან ჭრილში, ჩვენი მიზანია მიღწეული იყოს ცეცხლის შეწყვეტა, რომ შემცირდეს ომით გამოწვეული დანაკარგი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო ამ კოლექტიური ძალისხმევის წევრი და ნაწილი იყოს.“

განაცხადა,  საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დიეგო კოლასმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე.