საქართველომ დღეს “ასტრაზენეკას” 43 000 დოზა ვაქცინა ჩამოვიდა. ის იმ პირებისთვისაა გათვლილი, ვისაც პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს.
ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად ნებისმიერ დაწესებულებაში დარეგისტრირდნენ, პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.
ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით ჩაიტარა. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ საიტზე – booking.moh.gov.ge.
მეორე დოზით ვაქცინაციის პროცესი 10 მაისიდან დაიწყება.