საქართველოსა და მოლდოვის ოფიციალურმა პოზიციამ სანქციებზე იმედი გამიცრუა – სტეფანჩუკი

”საქართველოსა და მოლდოვის ოფიციალურმა პოზიციამ სანქციებზე იმედი გამიცრუა” –  წერს უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი Twitter-ზე.

  • ”ოდესღაც ვფიქრობდი, რომ მთავარი, რაც უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აერთიანებდა, არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიები “დაკბენილია” რუსეთის მიერ. მაგრამ თბილისია და კიშინოვის დღევანდელმა ოფიციალურმა პოზიციამ რუსათვის სანქციების დაწესების მიმართ ნეიტრალურობასთან დაკავშირებით იმედი გამიცრუა. ნამდვილ მეგობარს გასაჭირში შეიცნობ. მაგრამ კარგია, რომ ჩვენი ხალხი სხვა აზრზე არის”

დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.