“როდესაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან ჩვენ ვერთვებით, ჩვენ ამას მხოლოდ ერთი მიზეზით და მიზნით ვაკეთებთ, რომ დასრულდეს ძალადობა და ეს ქვეყნები ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გზაზე დადგნენ. ჩვენ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ნათლად ვთქვით, რომ ისინი უნდა შეხვდნენ იმ ფორმატში, რომელიც მათთვის ყველაზე სასარგებლო იქნება. ჩვენ გვჯერა პრობლემების გადაჭრასა და განგრძობადი მშვიდობის მიღწევაში პირდაპირი დიალოგის სარგებლიანობის.
მე არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალისხმევაზე, კიდევ ერთხელ, ეს ამ ორ ქვეყანაზეა დამოკიდებული რა მიდგომას აირჩევენ ამ საუბრებში. მე ვფიქრობ მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როცა საქმე მის მეზობლებს ეხება.
2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრა და უკრაინაში მიმდინარე სასტიკი შეჭრა, აჩვენებს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ნაკლებად სანდო, გრძელვადიანი პარტნიორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეერთებული შტატებისგან აბსოლუტურად განსხვავდება. კიდევ ერთხელ, ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს, რომ მიაღწიონ ძალადობის დასასრულს და განგრძობად, ყოვლისმომცველ მშვიდობას, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობას ასე ძალიან უნდათ”,
ამის შესახებ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა, ბრიფინგზე განაცხადა.