“მე ვესაუბრე უმაღლესი საფეხურის მრავალ მაღალჩინოსანს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ – ავიამიმოსვლა და რუსეთში შემოსასვლელად ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ თქვენთან ამ გადაწყვეტილების ზღვარზე ვართ”.
აცხადებს რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი,ეკონომიკურ ფორუმზე, სახელად – რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა.