„რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი კვლავ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაკავებულ პოზიციას ინარჩუნებს, რაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას უკავშირებს. ეს თავად საქართველოსთვის საზიანო და არარეალისტური მოთხოვნაა. მოსკოვი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებები შეუქცევადია“
ასე განუცხადეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გამოცემა „იზვესტიას“ რომ მოსკოვი ამ ეტაპზე ვერ ხედავს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობებს.















