“ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია სტრატეგიულად აზროვნება. ახლა რუსეთი უკრაინაზეა ორიენტირებული და საქართველოსთვის ხელსაყრელი მომენტია, გააუმჯობესოს პარტნიორობა NATO-სთან, აშშ-სთან, გააძლიეროს საკუთარი საზოგადოება და უფრო მიმზიდველი გახადოს საკუთარი თავი დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. თუ ამას არ გამოიყენებთ, სხვა დროს ამის საშუალება აღარ მოგეცემათ. თუ რუსეთი დამარცხდება უკრაინაში და დასავლეთი ვერ შეძლებს მის შეჩერებას, საქართველოსთვის რისკები იზრდება. რუსეთი უფრო გათამამდება, გააფართოვებს უკანონო ოკუპაციას, რომლსაც ამ ეტაპზე ახორციელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩემი აზრით, საქართველოს, ასევე აშშ-ს ინტერესებშია, რუსეთმა ვერ მოიგოს ომი. საქართველო მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს უკრაინასთან, მაქსიმალურად დაეხმაროს, მიაწოდოს სადაზვერვო ინფორმაცია, რუსებს გაურთულოს უკრაინაში ბრძოლა. ამავე დროს, უნდა შეახსენოს რუსეთს, რომ კავკასიაში რუსეთი საკმაოდ მოწყვლადია”.

განაცხადა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა “ფორმულასთან”.