“უარს მოჰყვება უზარმაზარი იმედგაცრუება და ეს მოუტანს რუსეთს დიდ კმაყოფილებას, რადგან ყველამ ვიცით, რომ იმედგაცრუება არის ის, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ხალხის მიერ, რომლებიც პროპაგანდით, ფეიკ ნიუსებით და ამგვარი რაღაცებით მანიპულირებენ. დაიწყებენ ისინი ევროკავშირის დადანაშაულებას კიდევ ერთხელ, რომ დაივიწყა საქართველო და უღალატა მას. ეს თემები, რა თქმა უნდა, წამოვა რუსეთიდან და ითამაშებს რუსეთისთვის. რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველო რჩება ნაცრისფერ ზონად. ყველამ ვიცით, რომ თუ რუსეთი თვლის, რომ ქვეყანა მდებარეობს ნაცრისფერ ზონაში, ნიშნავს, რომ თავისიანად მიიჩნევენ. უკრაინისთვის უარის თქმა კატასტროფული იქნება ევროკავშირისთვისაც. ეს აჩვენებს, რომ ყველას შეუძლია ევროკავშირის შიგნით ვაჭრობა წამოიწყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს შეუძლია თამაში ევროკავშირის შიგნითაც გავლენის მოხდენით“,
აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რადიო თავისუფლების ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.