“ზოგადად საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან. ჩვენ თითოეული მათგანი ვართ ქართველი და არამგონია, რომ ვინმეს ეს უკვირდეს.
ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და თუ ეს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე რთულია. აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის პირობებში, ალბათ, არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ – საქართველოში გარკვეულ დაწესებულებებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და ამ პასპორტების ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე”
ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.