საქართველოს არანაირი შემხებლობა არ აქვს! – შს მინისტრის მოადგილე ФСБ-ს ბრალდებას პასუხობს

“საქართველოს არანაირი შემხებლობა არ აქვს!” – ასე პასუხობს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ბრალდებას, რომლის მიხედვით, რამდენიმე დღის წინ, საქართველოში დარეგისტრირებულმა სატვირთო მანქანამ ასაფეთქებელი მასალით დატვირთული ბარგი ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გადაიტანა და ყირიმის ხიდზე აფეთქდა.

“როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა”.- ამბობს მინისტრის მოადგილე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.