“საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში განცხადება გაკეთდება

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე, ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში 20:00 საათზე განცხადება გაკეთდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ პოლიციამ, „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელის, ბადრი ესებუას სახლი გაჩხრიკა. ამის შესახებ ინფორმაციას, “მთავარი” ავრცელებს და  ბადრი ესებუას ბიძაც ადასტურებს.