“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელმა მოინანია და გარკვეული შეღავათის გაწევას ითხოვს – ადვოკატი

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელმა მოინანია და გარკვეული შეღავათის გაწევას ითხოვს – ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული შალვა მელიქიშვილის ადვოკატის ლეილა გარსევანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნობს დამნაშავედ.

„წარედგინა ბრალი და არ გამოუყენებია დუმილის უფლება. მან სრულად დაადასტურა გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება. სრულად სცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, მოინანია და ითხოვს გარკვეული შეღავათის გაწევას. მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა „თიბისი ბანკის“, რის გამოც ბინას გაუყიდდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო“, – განაცხადა გარსევანიშვილმა.