“საქართველოს ბანკის” ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკი” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით თანამშრომლები ბათუმის საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდი-19“. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე, ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება“- ნათქვამია განცხადებაში.