საქართველოს გადარჩენის უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს – ცერცვაძე

“საქართველოს გადარჩენის უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს” – ამბობს თბილსის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 3 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა.

”გადარჩენის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. კი, თქვენ ყველა აპელირებთ 40-45 გარდაცვლილზე, მაგრამ იცით, მსოფლიო სხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ეს ჩვენთვის დიდი ტკივილია, თითოეული ადამიანის დაკარგვა არის ძალიან მძიმე. საქართველოსთვის მძიმედ ისმის 40-50 ავადმყოფის სიკვდილი, მაგრამ მსოფლიო ოპერირებს სხვა მაჩვენებლებით – გადარჩენის მაჩვენებლებით და გარდაცვალების პროცენტით, ანუ ყველა კოვიდავადმყოფს შორის რამდენი პაციენტი გარდაიცვლება და რამდენი გადარჩება.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამ მაჩვენებლით საქართველოს აქვს უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 33 ქვეყანას. თვითონ დაითვალეთ, დღეს  6000-ზე მეტი ავადმყოფი იყო და გარდაიცვალა 49.”- განაცხადა ცერცვაძემ.