“თქვენ იცით, რომ მე ვიმყოფებოდი რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში. მქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტ მიშელთან. ჩემს დელეგაციას ჰქონდა მის კაბინეტთან შეხვედრები. მე ასევე შევხვდი ევროკომისარ ვარჰეის და მქონდა ვრცელი საუბარი ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესზე. მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, იქამდე ბევრი რამე არის გადასაწყვეტი. მე მათ დეტალურად ავუხსენი, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. და ეს რაპორტი სრული, ჩვენი საქმიანობის შესახებ არის მიწოდებული ევროკომისიაში. ასე რომ, შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მშვიდად ევროკომისიის გადაწყვეტილებას. მე მათ კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში, ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ყველანი, მთელი მსოფლიო და, ზოგადად, ევროპის კონტინენტზე რაც ხდება და უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან მთლიანად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი. ასეთ ვითარებაში, მე მათ ვუთხარი, რომ საქართველოს გამოყოფა, იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის. და ეს არ შედის არც დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში. მე ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი.”
განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.