ბოლო ერთმა წელმა, რაც რუსეთის აგრესიული ომი დაიწყო, თუმცა ალბათ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი საკმაოდ კრისტალიზირდა და ფაქტობრივად, ვნახეთ, ერთ მხარეს როგორ შეიკრიბნენ ის პოლიტიკური ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, რომლებსაც აერთიანებთ ერთი პრინციპი. ეს პრინციპია, რომ მათთვის ამოსავალი არის არა საქართელოს ეროვნული ინტერესები, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესები და ლიდერების მოწოდებები.
ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე, რომ ქართველი პოლიტიკოსები დღეს უყურებენ არა ქართველ ხალხს, ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს და მოქმედებენ არა ქართველი ხალხის ინტერესებით, არამედ მოქმედებენ სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების ინტერესებით.
ამიტომ 2024 წლის არჩევნებს მე სწორედ ასე ვხედავ, რაც უფრო მეტი ასეთი გაერთიანება იქნება მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს, იქნება არჩევანი პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ ქართულ ოცნებასა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებისთვისაც საქართველო საერთოდ არ არის არანაირი ღირებულება. სულ რომ ჰქონოდათ ერთი გრამი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ბერკეტიც კი, დღეს საქართველო იქნებოდა არეულობაში, აჩვენეს ეს ყოველ ეტაპზე, განსაკუთრებით, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი, თავიდანვე აჩვენეს. გახსოვთ, რას მოითხოვა ოპოზიცია. მოითხოვდა, საქართველოს სამხედროები გაგვეგზავნა ომში მოხალისეების სახით, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, სამხედრო დახმარება გაგვეგზავნა უკრაინისთვის, შემდეგ უარყოფდა, იმიტომ რომ ყველა ხვდებოდა, ეს ყველა ნაბიჯი იყო ნაბიჯი ომში ჩართვისკენ.
ასე რომ, საზოგადოებამ ერთი დასკვნა უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ მისი ისტორიის ამ ეტაპზე ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და ქართულმა ოცნებამ არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი.