როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება სრულად რუსულ დეზინფორმაციაზე გადაერთო. ენმ-ის ეს “სატანისტური უნიფორმები”. საქართველოს უნდა, რომ დასავლეთს ეკუთვნოდეს, ხოლო ქართული ოცნება დამარცხებულ მოსკოვიასთან შეტენვას აგრძელებს.

წერს ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი Twitter-ზე და საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმად მან აქციებზე “სატანისტურ ფორმაში” ჩაცმული ადამიანები ნახა.