”ჩამოვიტანე ვაშინგტონიდან და გადავეცი შეშფოთების გზავნილი საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე. მოგეხსენებათ ჩემი ეს ვიზიტი ემთხვევა იმ უპრეცედენტო რეგიონულ მოვლენებს, ეს არის პუტინის მიერ პროვოცირებული, გაუმართლებელი ომი უკრაინაში, ეს არის ის, რაც ასევე საქართველოს აქვს გამოცდილი. თუმცა, ამავდროულად, დღეს არის და ჩემი ვიზიტი ემთხვევა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რაც საქართველოს აქვს. ჩემი მესიჯი არის ძალიან მკაფიო, არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი, გაერთიანდით, გაერთიანდით იმისათვის, რაც სურს ქართველ ხალხს. და ამ ძალისხმევაში ძალიან ბევრი მხარდამჭერები და პარტნიორები გყავთ, მე ვახსენე სამოქალაქო საზოგადოება, ვახსენებ სახალხო დამცველს, ყველანი პარტნიორები არიან ამ ძალისხმევაში.”
აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, კარა მაკდონალდი.