საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. საქართველოს, Freedom House გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს. გასულ წელს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს კი ამ მაჩვენებელმა 2 ქულით დაიკლო და ახლა 36-ს შეადგენს.
- დემოკრატიის პროცენტი 36.31 (უმაღლესი ქულა 100)
- დემოკრატიის ქულა 3.18 (უმაღლესი ქულა 7)
გაუარესებულია დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ქულა 3.75-დან 3.50-მდე დაეცა.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მთავრობა ინტერნეტ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ახერხებს, თუმცა, 2021 წელს, ინტერნეტის თავისუფლების მხრივ ქვეყნის მაჩვენებელი ერთი ქულით არის გაუმჯობესებული (100-დან 77).
საქართველოს ქულა გაუარესებულია გლობალური თავისუფლების კუთხითაც. საქართველოს მაჩვენებელი 61-დან 60 ქულაზე დავიდა. ორგანიზაციის კრიტერიუმებით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა.