”საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა ყველას ესხმის თავს, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს”, — ამის შესახებ აშშ-ის “ჰელსინკის კომისია” X-ზე წერს
“200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა ყველას ესხმის თავს, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს [გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება] ამის კიდევ ერთი მაგალითია. ქართული ოცნების მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი”, — წერს აშშ-ის “ჰელსინკის კომისია” და სენატორი ჯინ შაჰინის ტვიტს აზირებს, სადაც აღნიშნულია, რომ “ცნობები გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ დარტყმაა ქართულ დემოკრატიაზე”.