საქართველოს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვევა

10-14 აპრილს საქართველოს ეწვევა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ევროპარლამენტარები შეაფასებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას საქართველოში და ასევე რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შესაძლო შედეგებს საქართველოზე. ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოში ევროკავშირს ელჩს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს. ასევე საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, მთავრობის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს, ევროინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს, პარლამენტის წევრებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

დელეგაციის წევრები გეგმავენ სადამკვირვებლო მისიის ოფისებსა და დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩასვლას.