“ზეციური და მიწიერი ეკლესია დღეს ლოცულობს, რომ დამთავრდეს ეს ნამდვილი ომი – ჯოჯოხეთი. ომი არის ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე და ეს უნდა დასრულდეს, ვლოცულობთ, რომ დამყარდეს მშვიდობა.

ჩვენზე თქვეს თავად უკრაინელებმა, რომ ყველაზე მეტად ვისაც შეუძლია ამის გაგება, საქართველოა. ეს არ იყო მხოლოდ 2008 წლის ომი, როდესაც ჩვენ მეზობელი რუსული მეზობელი ქვეყნისგან აგრესია და ოკუპაცია განვიცადეთ.

[…] ჩემი, როგორც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, პოზიცია ეს არის თანაგრძნობა, სიყვარული და თანადგომა იმათ მიმართ, ვინც არის მსხვერპლი ამ ომის. საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა, დღესაც ამბობს და თქვენ თვალწინ გავიმეორებ – რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის ოკუპაცია, რაც რუსეთმა განახორციელა საქართველოს მიმართ არ მერიდება ამ სიტყვის ხმარება”

განაცხადა კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.