საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები C დივიზიონის მორიგ შეხვედრაში დღეს სომხეთს დაუპირისპირდება.
დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს გუნდს, დისკვალიფიკაციის გამო, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია არ ეყოლება.
საქართველო – სომხეთის შეხვედრა მაყურებლის გარეშე დინამოზე 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს დინამო არენაზე საქართველოსა და მაკედონიას შორის ისტორიული მატჩი საქართველოს წაგებით დასრულდა. ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა.